საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ.
გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ. 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს გასდის უფლებამოსილების ვადა, ესენი არიან პირველი კოლეგიის მოსამართლე, სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე და მეორე კოლეგიის მოსამართლე ოთარ სიჭინავა.
ქეთევან ირემაძე 10 წლის წინ პარლამენტმა აირჩია, ხოლო ოთარ სიჭინავა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დღეს დანიშნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, ახალი ცვლილების თანახმად, სასამართლოს წევრი მოსამართლეების მიერ ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.