გიორგი მარგველაშვილი: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის
10-09-2016, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მადლობა მინდა ვუთხრა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურნენ სამშობლოს ბოლო 10 წლის განმავლობაში, მადლობა მათ სამსახურისთვის, - აღნიშული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში გააკეთა, სადაც ორი ახალი მოსამართლე ირინა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

 

 

"განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა მადლობა ვუთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ ალბათ გვექნება ფორმალური ღონისძიება გაცილების, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ რთული პერიოდი გაიარეთ.

 

 

ვნიშნავ ორ ახალ მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოში - ირინა იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს. ვხედავ, რომ მათი დახასიათება აზრს კარგავს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა, ქალბატონი ირინა და ბატონი გიორგი, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი