გიორგი კვერენჩხილაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება
10-09-2016, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თითოეულმა მოსამართლემ, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, ყველამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნულმა მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ.

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია, ეს არის კონსტიტუციის უზენაესობის დაცვა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. თითოეულმა მოსამართლემ, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, ყველამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ეს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაა და შევეცდები გავაკეთო ყველაფერი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეესაბამებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს“, - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

 

 

გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი