ვიდრე სანდრა რულოვსის პირით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები“ და ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.
”3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას ზუგდიდში ჰქონდა მოსახლეობასთნ შეხვედრა, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია და მისი აქტივისტები. მათ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვასა და პროვოკაციულ ქმედებებში. გარდა ამისა, 6 სექტემბერს ზუგდიდში ჩვენს მეორე კაბდიდატს, ედიშერ თოლორაიას ჰქონდა შეხვედრა ანაკლიაში მოსახლეობასთან, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ცხადაია და სხვები. ისინი გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და პროვოკაციული მოქმედებებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბათუმში. პარტიის ორ კანდიდატს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს ყოფილი წევრი ნაზი ფუტკარაძე და ვინმე ივანიძე, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილია.
”მათ ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ამის ამსახველი ვიდეოკადრები. იქ გაისმა ერთ-ერთი ფრაზა, ივანიძემ დასძინა, რომ კონკრეტული ადამიანები ღირსები იყვნენ ცოცხების და „დუბინკების“. იქ გაისმა ასეთი მძიმე ფრაზა, ამას მოჰყვა ჩვენი აქტივისტების მხრიდან რეაქცია, თუმცა ეს იყო ღირსეული. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ღირსეული პასუხით შემოიფარგლნენ. ვიდრე სანდრა რულოვსის პირით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები“ და ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ და გუშინდელი ფრაზაც ამის დასტურია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.