20 წელი შეუსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია , რადგან ახალგაზრდა, მყიფე დემოკრატიისთვის საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი დაარსების დღიდან, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებები მნიშვნელოვანწილად განაპირობებდნენ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვას. პირველ რიგში, ამის დამადასტურებელი არის გადაწყვეტილებები, მათ შორის, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, არის რომ სასამართლოს რეპუტაცია დამოკიდებული არის ხშირ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: კონსტიტუციური კონტროლის მიღწევები და გამოწვევები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.