თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.
თბილისის მერიის ცნობით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ქალაქის ისტორიულ ნაწილში.
„კრწანისი-შინდისის გზის მონაკვეთზე უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. პირველი ფენის დაგება სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება გზის მეორე საფარის დაგება. საინჟინრო ნაგებობები დასრულებულია, პარალელურად კეთდება გვერდულები და ისხმება კედლები. ვვარაუდობთ, რომ პირველი ოქტომბრისთვის ყველა ტიპის სამუშაო მთლიანად დასრულდება და გზაზე მოძრაობა გაიხსნება. ამ გზით გადაადგილდებიან ის ავტომანქანები, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდნენ. შესაბამისად, ქალაქის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე, მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.