საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი დღეს თავის ქართველ კოლეგას შეხვდება, რის შემდეგაც მინისტრები გმირთა მოედანზე, მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
ხვალ ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. 12 სექტემბერს კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების ცენტრს ეწვევა, სადაც საჩვენებელი წვრთნა გაიმართება. იმავე დღეს საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები საქართველოს პრეზიდენტs, გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს 12 სექტემბერს დატოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.