საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ "ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე თუ მას პარლამენტი აირჩევს, ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე".
”საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზე ზაზა რუხაძის კანდიდატურა. პარლამენტი თუ მხარს დამიჭერს, ეს პარლამენტი თუ მომავალი, საკონსტიტუციო სასამართლო გამდიდრდება და გამაგრდება პრინციპული, პროფესიონალური თვისებებით გამორჩეული ხალხით. კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა მოსამართლეები რომლებიც საქმეს შეუდგებიან თვის ბოლოს. ორივე მათგანს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცი, მათი პროფესიული თვისებები და დარწმუნებული ვარ, რომ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე, თუ მას პარლამენტი აირჩევს, უზენაეს სასამართლოს ერთი მოსამართლე კიდევ ჰყავს დასანიშნი - ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება დახმარება", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.