საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები რუსეთის სახელმწიფო დუმაში 18 სექტემბერს დაგეგმილ არჩევნებში ხმის მიცემას სომხეთის ქალაქ გიუმრიში შეძლებენ.
რუსეთის ცესკო-ს წევრის, ვასილი ლიხაჩოვის განმარტებით, რუსი ამომრჩევლისთვის თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოში ხმის მიცემის პროცედურის ორგანიზება შეუძლებელია.
„იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები, ისევე როგორც ზოგადად, ურთიერთობები გვაქვს თბილისში შვეიცარიის მისიის შუამავლობით, პოლიტიკური სტატუსის გამო იქ საარჩევნო უბნის ორგანიზების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რუსული ელექტორატი მიბმულია სომხეთის გიუმრის საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ლიხაჩოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.