საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10-09-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, დზინტარს რასნაჩსმა მოაწერეს ხელი.

 


უწყების ცნობით, დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, მხარეთა პრიორიტეტს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

 


„როგორც ლატვიას, ისე საქართველოს აქვს საუკეთესო გამოცდილება პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში რეფორმების მიმართულებით, ამიტომაც თანამშრომლობის საფუძველზე, შეგვიძლია ხანმოკლე დროში ეფექტური ცვლილებების დანერგვა,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

 


ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, მემომრანდუმი საუკეთესო დასაწყისია ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გზაზე.

 


„საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება,“ - განაცხადა დზინტარს რასნაჩსმა.

 


ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის ლაილა მედინას განცხადებით, როგორც ქართულ, ასევე ლატვიურ სისტემას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს.

 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა ლატვიის იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი, რომელიც საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, დზინტარს რასნაჩსი სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოინახულა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილთან ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი