ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდება, რაც საფრანგეთთან ამ საკითხზე ტექნიკური შეთანხმება გაფორმდება.
”ჩვენ გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლის პროგრამა, უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში სწავლას და ეს მისასალმებელია. ჩვენ აღვნიშნეთ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საჰაერო-თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველო-საფრანგეთს შორის, ეს ხელშეკრულება არის ძალაში და პირობები შესრულდება”, - განაცხადა იზორიამ.
საქართველოს ვიზიტად საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი სტუმრობს. დრიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტსაც შევხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.