ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძე ამერიკაში გაიქცა და სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა
11-09-2016, 02:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაშლილია“, - ეს განცხადება პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პრობლემები დაიწყო „გირჩთან“ გაერთიანებით.

 

 

ლაგაზიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის იმიტომ არ წამოვიდა გაერთიანების შემდეგ, რომ ეზრუნა პარტიაზე და გადაერჩინა.

 

 

პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე ამერიკაში გაიქცა და სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა.

 

 

„ტრაგედია აღმოჩნდა ის, რომ ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, ამომრჩეველი, თანაგუნდელები. მან გაიყიდა, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მნიშვნელობით. პრობლემები დაიწყო გაერთიანებით „გირჩთან“. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ინტერვიუს, რომელიც ამ გაერთიანების შემდეგ არის ჩემ მიერ გაკეთებული.

 

 

პარტიის 4-წევრიანი გამგეობის წევრები ვიყავით მე და ბატონი გიორგი რუხაძე, მაგრამ „გირჩთან“ გაერთიანების შესახებ ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია. მე იმიტომ არ წამოვედი გაერთიანების შემდეგ, რომ მეზრუნა პარტიაზე და გადამერჩინა. პაატა ბურჭულაძე ამბობდა, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიას არ ჰქონდა თანხა და აუცილებელი იყო „გირჩთან“ გაერთიანება. ის, რომ „გირჩი“ არის მთავარი ფინანსური წყარო, ამას სიაც მოწმობს.

 

 

საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორი საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტების, ჩემი და გიორგი რუხაძის, ადგილი ოცეულში არ აღმოჩნდა. პაატა ბურჭულაძემ სიაში ადგილები კი არ გაყიდა, თავის სახელიც გაყიდა.

 

 

სიაში ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან 3 ადამიანია წარმოდგენილი. ძირითადი სია დააკომპლექტა „გირჩმა", დანარჩენები პავლე კუბლაშვილის ლოიალურობიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს რეალობა ის, რომ ამ სიაში არიან გამყიდველი „ნაციონალები“, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და ახლა ბურჭულაძის სახელით ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას. ბურჭულაძე ხალხს ატყუებს, მას პარტია აღარ დარჩა, ატყუებს ამომრჩევლებს. პაატა გაიქცა ამერიკაში და სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი