პაატა ბურჭულაძე: მე ვაპატიე ხათუნა ლაგაზიძეს და ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებსაც, რომ აპატიონ
11-09-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, პარტიის სია საქმის მკეთებელი კადრებით დაკომპლექტდა.

 

 

აღნიშნულით პაატა ბურჭულაძე მისი პარტიის უკვე ყოფილი წევრის, ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს ეხმაურება.

 

 

მოძრაობის ლიდერი პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების არსებობას გამორიცხავს.

 

 

„განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები, იმიტომ რომ მოლაპარაკე ისედაც ძალიან ბევრია პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე არ იციან“,-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

პაატა ბურჭულაძემ ასევე განაცხადა, რომ მან აპატია ხათუნა ლაგაზიძეს და მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ლაგაზიძეს წყენა გადაუვლის და ინანებს საკუთარ საქციელს.

 

 

ბურჭულაძემ საკუთარი გუნდის წევრებსაც მიმართა, რომ მათაც აპატიონ ხათუნა ლაგაზიძეს.

 

 

„მე ვაპატიე ხათუნა ლაგაზიძეს. რამდენიმე დღეში ლაგაზიძეს წყენა გადაუვლის და ინანებს საკუთარ საქციელს. მე ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებსაც, რომ აპატიონ და დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს“,-განაცხადა  პაატა ბურჭულაძე.

 

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ხათუნა ლაგაზიძემ ორი დღის წინ დატოვა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე ამერიკაში გაქიცა და პარტიის სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა. ლაგაზიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ბურჭულაძის პირადი არჩევანია „ნაციონალების“ სია“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი