გიორგი მარგველაშვილი ბარაქ ობამას 11 სექტემბრის ტერაქტის 15 წლისთავთან დაკავშირებით წერილს უგზავნის - „ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე“
11-09-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 15 წლისთავთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.

 

 

როგორც წერილშია აღნიშნული, ქართველები მეგობარ ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებენ.

 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმითვე, 11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე.

 

 

„თქვენო აღმატებულებავ, თხუთმეტი წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტიდან, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეაძრწუნა.

 

 

9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა.

 

 

დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას ვუცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

 

 

2001 წლის 11 სექტემბერს, 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა, 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებმა 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს) დააჯახეს, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მე-3 თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მე-4  თვითმფრინავი კი პენსილვანიაში ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

 

 

15 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს დაახლოებით, 3 000  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი