ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტის, ჰერდის თორგეირსდოტირის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან.
ამის შესახებ მან ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში” ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას.
„ვენეციის კომისიისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ხაზს ვუსვამთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას. ის არის უმაღლესი სასამართლო ქვეყანაში, რომელიც არის კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები და არ განიცდიდნენ ზემოქმედებას პოლიტიკოსების მხრიდან, რომ მათ შეეძლოთ, ყოველგვარი გარე ზეწოლისგან კანონის დაცვა კანონის უზენაესობისთვის, საზოგადოების ინტერესებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, – განაცხადა ჰერდის თორგეირსდოტირიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.