გიორგი პაპუაშვილი: სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის კონფლიქტური სიტუაციების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა
11-09-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციებისა სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის, მას შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და პრინციპები და გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა.

 

 

ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მეორე სამუშაო დღესაც აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა გრძელდება.

 

 

„კონფერენცია კვლავ გრძელდება, აქტუალურ საკითხებზე მიდის მსჯელობა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა აღნიშნეს თუ რა დიდ როლს თამაშობს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციებისა სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის, მას შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და პრინციპები და გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა“ , - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: კონსტიტუციური კონტროლის მიღწევები და გამოწვევები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი