მერაბ ტურავა: როდესაც ტელევიზიები ცდილობენ, რომ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება აღქმული, როგორც ობიექტური, არის ძნელი
11-09-2016, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, სანამ სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით პლენუმი არ იმსჯელებს, გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

 

 

როგორც მან აღნიშნა, იმ ვითარებაში როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ის მიერ, ასეთ ვითარებაში მოსამართლისთვის შეიძლება ძნელი იყოს გადაწყვეტილების მიღება.

 

 

„როდესაც ტელევიზიები ამა თუ იმ მოსამართლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ძნელი. ნებისმიერ ტელეკომპანიას ვთხოვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს შეიკავონ თავი“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

 

 

მერაბ ტურავა ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებსაც შეეხო.  მისი განმარტებით, მოსამართლეებს ალბათ ჰქონდათ ამის ობიექტური მიზეზები, რომელზეც ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი.

 

 

„რაც შეეხება პლენუმის შეკრებას და მუშაობის გრაფიკს, მე ვერ განვსაზღვრავ. ამას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მთლიანად პლენუმის შემადგენლობა. როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე წარიმართება პროცედურა. რადგან მოსამართლეები კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ალბათ ჰქონდათ ამისი ობიექტური მიზეზი, შეიძლება ბევრი ისეთი გარემოება, რომელზეც მათ ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი, მათ შორის ვიყავი მეც.

 

 

რაც შეეხება მუშაობის გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს კანონიდან გამომდინარე აუცილებელია და საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მოსამართლეები, ბუნებრივია, არ აპირებენ იმას, რომ მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინონ. საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში განაახლებს თავის საქმიანობას და რაც მთავარია პირველი ოქტომბრიდან ახალი შევსებული შემადგენლობით შეუდგება და გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. მე არ ვიცი სექტემბრის გრაფიკის შესახებ, ჯერ არაფერია დადგენილი. თუ უმრავლესობა დათანხმდა იმას, რომ სხდომა უნდა ჩატარდეს, მე რა თქმა უნდა უმრავლესობის მხარეს ვიქნები“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

 

 

მან ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენციის პირველ დღეზე დაუსწრებლობის მიზეზებიც განმარტა.

 

 

„ბოლო სამი დღის განმავლობაში მე ვიყავი საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში და შესაბამისად, ამ ღონისძიების გამო ვერ შევძელი ბათუმში ჩამოსვლა და დასწრება“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი