ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, კახა კალაძეს კლანური აზროვნება აქვს.
ასე უპასუხა არმაზ ახვლედიანმა კახა კალაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ახვლედიანი არ არის საინტერესო პიროვნება.
„კალაძე ვერ მიცნობს?! სამაგიეროდ მე ვიცნობ და კარგად ვიცი, რომ მისი მსგავსი კლანური აზროვნების, არადემოკრატიული, გაუნათლებელი ადამიანების ყოფნა პოლიტიკაში არის ადამიანებისთვის ძალიან სახიფათო. მე ვიცი ის, რომ ბანერების გარეშეც დავამარცხებ. მე ვიცი ის, რომ „ოცნება“ ასრულებს სეზონს პოლიტიკაში ყოფნის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მანამდე არმაზ ახვლედიანმა „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) ერთად მისი მხარდამჭერების შანტაჟში დასდო ბრალი, რის შემდეგაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არ არის საინტერესო არმაზ ახვლედიანი... არ მსმენია, არ ვიცოდი, რომ პოლიტიკაში იყო. არ არის საინტერესო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.