ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე, 230 000 ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის თქმით, ირაკლი გეგეშიძე ამჟამად ბიულეტენზეა, ამიტომ ის, ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდება თავის პოსტს.
ირაკლი გეგეშიძის დაკავების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე გელა მშვილდაძე ასრულებს.
თვითმმართველობის შესახებ კოდექსის #56-ე მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირს, მას შემდეგ, რაც შეუწყდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ის დაკავებულ თანამდებობას უნდა დაუბრუნდეს.
ირაკლი გეგეშიძის განმარტებით, სასამართლომ გაითვალისწინა მისი არგუმენტები.
„გირაო შევთავაზე და ამჟამად დამეთანხმა მოსამართლე. ჩათვალეს, რომ გავლენას ვერ მოვახდენ მოწმეებზე. მზად ვარ გადავდგე თანამდებობიდან, რომ გავლენა არ ვიქონიო თანამშრომლებზე. 227 ათასი ლარის არასწორად გადარიცხვას მედავება სათანადო ორგანოები. მე წარვადგინე ჩემი არგუმენტები, საბუთები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებ“, - განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ.
ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.