საქართველოს აშშ-დან ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი ესტუმრა
11-09-2016, 07:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით, ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა.

 

 

ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა ქართლსა და კახეთში  ღვინის კომპანიები და მცირე მარნები მოინახულეს.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Tastingwork-ის ხელმძღვანელის, ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

 

 

„ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმოებელთან ჩანს. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიოს დონის, მაღალი ხარისხის ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს.  მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში“ , - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის წარდგენას ამერიკელი ღვინის პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აშშ-ში გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

 

 

„ზოგადად, აშშ-ს ბაზარი რთულია ბაზარია, რადგან ამერიკელი მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ. ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე ჯერ, სამწუხაროდ, მაღალი არ არის, თუმცა ყოველწლიურად მატულობს სწორედ ასეთი პროფესიონალების ვიზიტების და იმ აქტივობების შედეგად, რომელსაც ამ ბაზარზე ვახორციელებთ. ახლაც პროფესიონალები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს და ის შთაბეჭდილება, რომელიც მათ შეექმნებათ, აბსოლუტურდ განსხვავებული იქნება იმისგან, რაც შეიძლება მათ წაიკითხონ სადმე ან ნახონ სხვაგან“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 172 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი