საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა მსოფლიო შეცვალა.
მისი თქმით, საქართველოს სჯერა, რომ საუკუნის ბოროტება დამარცხდება.
„2001 წლის 11 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თანამედროვეობის ისტორიაში. უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა, რომელიც თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ იყო მიმართული, შეცვალა მსოფლიო. ამ ტრაგიკულმა დღემ გააერთიანა ცივილიზებული სამყაროს მოქალაქეები. ჩვენ არასოდეს დავთმობთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს და მტკიცედ გვჯერა, რომ ერთად დავამარცხებთ საუკუნის ბოროტებას“,-აცხადებს პრემიერი.
2001 წლის 11 სექტემბერს, 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა, 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებმა 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს) დააჯახეს, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მე-3 თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მე-4 თვითმფრინავი კი პენსილვანიაში ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
15 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს დაახლოებით, 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.