რუსმა ოკუპანტებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მცხოვრები 60 წლის ვალიკო ხიზანიშვილი გაიტაცეს.
საქართველოს მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
ადგილობრივების მტკიცებით, ვალიკო ხიზანიშვილს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია. მათი თქმითვე, 60 წლის მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა სოფლის ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.