საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისის მეჩეთში იმყოფებოდნენ, სადაც პრემიერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
მისი თქმით, საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი, ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში.
„გილოცავთ ყურბან ბაირამის დღესასწაულს. ეს დღე არის მართლაც ძალიან დიდი დღე ყველა მუსლიმისთვის. ეს არის ხვალინდელი დღის იმედის, ერთმანეთის თანადგომის, მშვიდობის დღესასწაული. ამ დღეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მუსლიმები ეხმარებიან ყველა მათ გარშემო მყოფს, განურჩევლად რელიგიისა. სწორედ ასეთმა თანადგომამ შეინარჩუნა ის უმდიდრესი კულტურა ჩვენი ერთ ქვეყანაში თანაცხოვრების, რომლითაც საქართველო ნამდვილად მდიდარია. საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი, ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში და ჩვენი მოწოდებაც გახლავთ ის, რომ ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანს მიეცეს მისთვის ის პირობები, რომ ილოცოს და ღმერთთან ისაუბროს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.