უკიდურესი დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის: "ფხენიანი სრულად იქნება განადგურებული ბალისტიკური რაკეტების და ასაფეთქებელი ჭურვების მიერ"
11-09-2016, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეას აქვს გეგმა მიწისაგან პირისა აღგავოს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი, თუკი ის აჩვენებს ბირთვულ თავდასხმის რაიმე ნიშანს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

როგორც BBC იუწყება, სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპს“ სამხედრო წყარომ განუცხადა, რომ ფხენიანის თითოეული ნაწილი „სრულად იქნება განადგურებული ბალისტიკური რაკეტების და ასაფეთქებელი ჭურვების მიერ... ქალაქი ფერფლად იქნება ქცეული და გაქრება მსოფლიო რუკიდან“.

 


„იონჰაპს“ ახლო კავშირები აქვს სამხრეთ კორეის მთავრობასთან და იგი საზოგადოებისაგან ფინანსდება.

 


ფხენიანმა კვირას პასუხი გასცა სეულს და სამხრეთ კორეიდან გაჟღერებულ მუქარას „უაზრო და ძალზე სასაცილო უწოდა“.

 


ჩრდილოეთ კორეამ ის წინათ განაცხადა, რომ მან უკვე მეხუთედ, წარმატებით განახორციელა ბირთვული გამოცდა.

 


სამხრეთ კორეის ოფიციოზი დარწმუნებულია, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბირთვული გამოცდა, რაც ჩრდილოეთ კორეას დღემდე განუხორციელებია.

 

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ გეუნ ჰაიმ მას "თვითგანადგურების" აქტი უწოდა, რომელმაც ლიდერ კიმ ჩენ ინის "მანიაკალური უგუნურება" აჩვენა.

 

 

ბირთვული ტესტის ბიძგები ჩრდილო კორეის ბირთვული გამოცდის ადგილმდებარეობაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრის მსგავსი იყო.

 

 

ანალიტიკოსები შიშობენ რომ აქედან შესაძლოა ახლო ნაბიჯი იყოს გამოყენებისთვის ვარგისი ბირთვული იარაღის შექმნამდე, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი