შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი, გივი მიქანაძე წარუდგინა.
გიორგი მღებრიშვილმა აკადემიის რექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან ერთად შსს-ს აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის პოლიციელთა განათლება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი რექტორი შსს-ს აკადემიის განვითარებას და რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს წარმატებით გააგრძელებს.
შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გივი მიქანაძემ შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება: შსს-ს აკადემიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შექმნა; ინოვაციური მეთოდოლოგიისა და ახალი პროგრამების დანერგვა; საგამომცემლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
სამართლის ექსპერტი გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, სისხლის სამართლის თანამშრომლობის დეპარტამენტში, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი და ესექსის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სამართლის მაგისტრია. გივი მიქანაძე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.