რამაზ საყვარელიძე: ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული პარტია ბურჭულაძემ დაშლის პირას მიიყვანა, ის პოლიტიკაში მოვიდა სრულიად მოუმზადებელი
12-09-2016, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ბურჭულაძის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. იგი მიიჩნევს, რომ "ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული პარტია ბურჭულაძემ დაშლის პირას მიიყვანა". საყვარელიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მას იმთავითვე მიაჩნდა, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდებოდა, ბურჭულაძეს "რომელიმე პოლიტიკური ძალის კონკრეტული სცენარით არ უმოქმედია", თუმცა "პოლიტიკაში მოვიდა სრულიად მოუმზადებელი" და "გაუგებრობაში" მოხვდა. ამის შესახებ საყვარელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

 

 


"ერთ-ერთმა პირველმა ხმამაღლა გამოვთქვი ეჭვი, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდებოდა. მახსოვს, მაშინ ბურჭულაძის პარტიიდან ერთმა ახლობელმა დამირეკა და მისაყვედურა, მაგ იარლიყს რატომ გვაწებებო... თუმცა მალევე შედგა გაერთიანება "გირჩთან" და ვაშაძესთან და იმ ადამიანმაც, რომელმაც დამირეკა, ბურჭულაძის პარტია დატოვა. სიმართლე გითხრათ, ახლა რა ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული პარტია ბურჭულაძემ დაშლის პირას მიიყვანა. ადამიანები, რომლებიც მის შექმნაში მონაწილეობდნენ, მიდიან. ამ გაერთიანების სიაც სრულიად გაუგებარია... გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს "ნაციონალების" სცენარი იყო და სწორედ მათ ლიბრეტოს ასრულებს ბურჭულაძე, რთულია, რადგან არსებობს ამის კონტრარგუმენტებიც, მაგალითად, მიშა მაჭავარიანმა გამოჩენის დღიდან შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ ბურჭულაძემ მისგან თავი შორს დაიჭირა. თუ მათი გაძლიერება იყო მისი მისია, მაშინ ეს უარი გაუგებარია. ვფიქრობ, ბურჭულაძეს რომელიმე პოლიტიკური ძალის კონკრეტული სცენარით არ უმოქმედია. ის პოლიტიკაში მოვიდა სრულიად მოუმზადებელი. როგორც ჩანს, არც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებდა თვალს და არც მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური გემოვნებით უფრო "ნაციონალი" იყო და ასე მოხვდა ამ გაუგებრობაში. მგონი, ახლა თვითონაც არ იცის, რა უნდა", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი