საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„მრეწველებს“ პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა.
საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის განკარგულება ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი.
საარჩევნო ბლოკმა „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ცესკო-ში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდთა სააღრიცხვო ბარათები, თანდართული დოკუმენტაციით (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ფოტოასლები, ფოტოსურათები, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო ბლოკის „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:
მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ და მის წარმომადგენლებს ზურაბ ტყემალაძესა და ნათია ბედელაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო“, - ნათქვამია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებაში და აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ასევე, აღნიშნულია, რომ ამავე დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით, ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.