რამაზ საყვარელიძე: ძალიან მეეჭვება, სააკაშვილმა აქ ჩამოსვლა გაბედოს... პერსპექტივა, რომ "ნაციონალებმა" ხალხი აიყოლიონ და რევოლუცია მოახდინონ, ფაქტობრივად, არ არსებობს
12-09-2016, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პერსპექტივა, რომ "ნაციონალებმა" ხალხი აიყოლიონ და რევოლუცია მოახდინონ, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რევოლუციურ რესურსზე ლაპარაკობენ, "უპირველეს ყოვლისა, ასაწონია საგარეო რესურსი, რაც 2003 წელს გადამწყვეტი იყო და დღეს არც ერთ ძალას არა აქვს, მათ შორის, არც - "ნაციონალურ მოძრაობას". აღნიშნულის შესახებ საყვარელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

 

 

"რაც შეეხება საშინაო რესურსს, ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ძალამ ერთი ისეთი მიტინგი ვერ მოაწყო, როგორიც უნდოდა... მოკლედ, შეიძლება სცადონ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ რევოლუციის მოწყობა. ასეთ ვითარებაში "ნაციონალებს" ისღა დარჩებათ, როგორმე კადრში ბევრი ადამიანი მოახვედრონ და მერე უცხოელებს უმტკიცონ, არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში საპროტეტო განწყობააო. ამისთვის ქმნიან საფუძველს NDI-ის და IRI-ის კვლევებით და ჯიუტად ამტკიცებენ, თითქოს ამ ორ პარტიას ერთნაირი რეიტინგი აქვს, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია. "ქართულ ოცნებას" უნიათობას აბრალებენ, მაგრამ ვერავინ ამბობს, რომ ეს ძალა ადამიანებს ხოცავს და დამნაშავეა. დანაშაულის გამოა, რომ არ იმატებს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი, მიუხედავად "ქართული ოცნებისადმი" კრიტიკული დამოკიდებულებისა. შესაბამისად, პერსპექტივა, რომ ხალხი აიყოლიონ და რევოლუცია მოახდინონ, ფაქტობრივად, არ არსებობს", - აცხადებს საყვარელიძე და შეკითხვას - "ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო ხანს ბევრს იქადნება, რომ წელს საქართველოში დაბრუნდება. გამოითქვა ვარაუდიც, რომ მან, შესაძლოა, დესტაბილიზაციის მცირე კერაც კი გამოიყენოს და აქ დაბრუნებით პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბოს...", - პასუხობს:

 

 

"ძალიან მეეჭვება, სააკაშვილმა ეს გაბედოს. ის უკრაინაში მოქმედი და თანაც თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, აქვს უკრაინული ცხოვრება, რომელიც ჯერჯერობით აშკარად მოსწონს. მეეჭვება, გარისკოს და ამ ყველაფერზე უარი თქვას სრულიად გაუგებარი პერსპექტივის გამო. ვერ ვიტყვით, რომ მას რისკი არ ახასიათებს, მაგრამ, როგორც წესი, არ უყვარს ბრმა რისკი. მან მშვენივრად იცის, რომ თუ აქ ჩამოვა, დაიჭერენ - ამჟამინდელ ხელისუფლებას სხვა გზა არც ექნება... სააკაშვილი ამას არ ჩაიდენს. ოდესის გუბერნატორმა ისიც კარგად იცის, რომ თუ ქვეყანაში პროტესტი გამწვავდა, მისი ობიექტი თვითონაც იქნება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამინდელ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ აკრიტიკებს, რომ სათანადოდ არ მოსთხოვა წინა ხელისუფლებას პასუხი. სააკაშვილს აქ ჩამოსვლა, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს..."

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი