გიორგი მღებრიშვილი დემურ სტურუას საქმეზე: დაველოდები სასამართლოს განაჩენს და მივიღებ გადაწყვეტილებებს ადგილზე მენეჯმენტთან მიმართებაში
12-09-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, რას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ აკეთებს განცხადებას?! განცხადებას არ ვაკეთებ ძალიან მარტივი მიზეზის გამო - საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, გავამჟღავნო რაღაც დეტალები“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში, დემურ სტურუას საქმეზე საუბრისას.

 

 

მისი თქმითვე, მიმალვაში მყოფი პოლიციელის დასაკავებლად უწყება სტანდარტულ ღონისძიებებს ახორციელებს.

 

 

„მე დაველოდები გამოძიების შედეგებს, სასამართლოს განაჩენს და შესაბამისად, მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადგილზე მენეჯმენტთან მიმართებაში. რაც შეეხება თუ რას ვაკეთებთ მიმალვაში მყოფი პოლიციელის დაკავების მიზნით, სტანდარტულ პროცედურებს ვახორციელებთ, რასაც ჩვეულებრივად ძებნილი ადამიანების მიმართ ვიყენებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემაში 40 000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა უმეტესობა პროფესიონალები არიან და არ შეიძლება, ერთეული შემთხვევები მთელ შს სამინისტროზე გაავრცელონ და ჩირქი მოსცხონ ღირსეულ პოლიციელებს.

 

 

„მე არავის მივცემ უფლებას, ასე ხელაღებით პოლიციელებს მიაყენონ შეურაცხყოფა და ერთი უღირსი პოლიციელის გამო გაისვარონ სხვა პოლიციელები. მხედველობაში არ მაქვს კონკრეტულად არავინ,  ზოგადად ვლაპარაკობ. მე ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად და ნებისმიერი საშუალებებით დავიცავ მათ უფლებებს, ხოლო ვინც უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებს, საკადრისი პასუხი გაეცემა. ვერავინ იტყვის, რომ მე ვინმესთვის ხელი დამიფარებია. ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე, რადგან ჩვენი ხელისუფლების მეთოდები ეს არ არის“, - განაცხადა შს მინისტრმა და დასძინა, რომ  მისი მინისტრობის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 24 პოლიციელი, სამსახურიდან დათხოვნილია 137 პოლიციელი, ჩამოქვეითებულია 12 თანამდებობის პირი, თანამდებობიდან გადაყენებულია 6 პოლიციელი, სასტიკი საყვედური გამოცხადებული აქვს 604 პოლიციელს, ხოლო საყვედური - 404 პოლიციელს.

 

 

22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. პროკურატურამ, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი