თეიმურაზ ჯაფარიძე: თერჯოლის მუნიციპალიტეტში ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
12-09-2016, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016 წლის გეგმით განსახორციელებელი ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, აღნიშნულ პროექტებზე ჯამში, დაახლოებით 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

 


„წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. უკვე დასრულდა სოფლების, ძევრი-ზედა სიმონეთისა და გოგნის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. განვახორციელეთ ჩხარი-ალისუბნის, ალისუბანი-სკანდე-მუჯირეთის, თერჯოლა-სიქთარვისა და ბარდუბნის გზის აღდგენის სამუშაოები. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 


სოფელ ალისუბანში, სადაც სერიოზული დეფიციტი იყო წყლის, გავაკეთეთ ჭაბურღილი. ეს ჭაბურღილი უკვე მოქმედია, შევაერთეთ აუზზე და საათში 15 ტ წყალს ვიღებთ.
ქალაქის კეთილმოწყობის ფარგლებში განვახორციელეთ კორპუსების ეზოების მოასფალტება, რაზედაც 160 000 ლარი დაიხარჯა“, - განუცხადა Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 


ჯაფარიძის თქმით, დასრულებული მსხვილი პროექტების გარდა, არის კიდევ პროექტები - ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც რამდენიმე დღეში დაიწყება.
„თერჯოლაში ვგეგმავთ ლესელიძის ქუჩის აღდგენას, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება, ცენტრალური ბიუჯეტი 160 000 ლარით აფინანსებს.

 

 

მსოფლიო ბანკი ახორციელებს საუკუნის პროექტს, ეს არის სოფელ ღვანკითის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. მიმიდინარეობს დოკუმენტაციის შედგენა და მიწების დამტკიცება, 10 დღეში დაიწყება მუშაობა. 3.5 მლნ ლარია მთლიან სამუშაოებზე გათვალისწინებული, აქედან პირველ ეტაპზე, 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. ორეტაპიანი პროექტის ფარგლებში წელს მოხდება წყლის სათავე-ნაგებობის გაკეთება და სოფლამდე ცენტრალური ტრასის გაჭიმვა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ და დაამატა, რომ აღნიშნულის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განასახორციელებელ პროექტებზე.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზოგი პროექტი დავასრულეთ, ზოგიც ახლა ხორციელდება. სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს გზების მოასფალტება, ზოგან მოხრეშვა, კეთდება სანიაღვრეები, ბოგირები და ა.შ. ამ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 918 000 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით თანადაფინანსება გავუკეთეთ ასევე ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა, სოფლების, ალისუბნისა და ძევრის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია", – განუცხადა Guardian.ge–ს თემურ ჯაფარიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი