პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა
12-09-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ) საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.   

 

 

„ედპ“-ს პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა.   

 

 

საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის განკარგულება ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

„საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.

 

 

საარჩევნო სუბიექტმა ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)” კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

 

 

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

 

 

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია” და მის წარმომადგენელს - ზურაბ ღონღაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო”, - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგაშია მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.  

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბლოკი „თოფაძე, მრეწველები - ჩვენ სამშობლოც“ მოიხსნა რეგისტრაციიდან პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი