მესტიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 80–მილიონიანი თეთნულდის კურორტის მშენებლობა ხორციელდება
12-09-2016, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კეთდება როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის მსხვილი, ისე სხვადასხვა სახის, შედარებით მცირე პროექტები.

 


„მესტიის მუნიციპალიტეტში ამჟამად ძირითადი სამუშაოები სრულდება გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე საბავშვო ბაღებისა და წყლის სათავე-ნაგებობების მშენებლობის კუთხით.

 


ერთ-ერთი მნიშნველოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება, ეს არის თეთნულდის სამთო–სათხილამურო კომპლექსის მშენებლობა, რომელზეც 80 მლნ ლარი დაიხარჯება. პროექტი დაფინანსებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან.

 


მესტიის გამგებლის თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს მულახში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის მშენებლობა, რაზეც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მლნ 500 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, დასასრულს უახლოვდება ჭუბერის გზა, რომლისთვისაც 3 მლნ 600 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

 


"სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება. ეს იყო ორწლიანი გარდამავალი პროექტი და წელს მთლიანად სრულდება.

 


ქალაქ მესტიაში ვაკეთებთ ბორის კახიანის ქუჩას, რომელიც 2 მლნ 400 000 ლარით არის დაფინანსებული ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან. ხორციელდება უშბის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჯამში სამუშაოებზე 862 000 ლარი დაიხარჯება.

 


ჭუბერსა და ნაკრაში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მომავალ კვირას ვიწყებთ ლატალსა და ფარში ასევე ორ საბავშვო ბაღს. ოთხი ბაღის სამუშაოები სულ 1 მლნ 200 000 ლარით არის დაფინანსებული.

 

 

ლატალსა და უშგულში ხორციელდება სტიქიის მიერ დაზიანებული წყლის სათავე-ნაგებობების მოწყობა, ერთზე 60 000, ხოლო მეორეზე კი 30 000 ლარია გათვალისწინებული.

 


მიმდინარეობს მულახის ღელეების განტვირთვა, სადაც დაახლოებით 70 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება“, - განუცხადა Guardian.ge-ს კაპიტონ ჟორჟოლიანმა და დაამატა, რომ სხვადასხვა მცირე მოცულობის პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც მიმდინარეობს. მათ განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტი 753 000 ლარს დახარჯავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი