„დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში მედიასთან შეხვედრაზე.
ყოფილი პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ძალიან ნიჭიერი და წესიერი ადამიანია.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე მისი ოჯახის ექიმი იყო.
მან ასევე ჩეზარ ჩოჩელის შესახებ გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ ცეზარ ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან” შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ ”ქართული ოცნების” მხარეს გადმოვიდნენ. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მან ცეზარ ჩოჩელი გუნდის წევრად იმიტომ დაასახელა, რომ გოჩა ენუქიძეში აერია.
„ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლაც შემეშალა.
დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. როდესაც მოვედი პოლიტიკაში 2011 წელს, გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო. დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, ძალიან კვალიფიციური ექიმია. მას რჩევებს ვეკითხებოდი. მცხეთაში ვისზეც აქცენტი გავაკეთეთ, რამდენჯერმე ჩაგვეშალა. ამ პროცესში სულ მეხმარებოდა. დავრჩით ისე, რომ კანდიდატი აღარ გვყავდა. შევხედე და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს არ მიფიქრია პოლიტიკაზეო. ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა, ძალიან ნიჭიერი კაცია და სწრაფად გადაეწყო.
მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძე. ძალიან წესიერი პიროვნებაა. გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დიმიტრი ხუნდაძე არის პროფესიონალი, „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.