ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" გარდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე საუბრისას რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას იმერეთში განაცხადა, რომ თუკი მას ამგვარი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მაშინ მისი პირველი არჩევანი "თავისუფალი დემოკრატები" და არა "რესპუბლიკელები" იქნებოდა.
"თავისუფალი დემოკრატები რატომ მირჩევნია დღეს რესპუბლიკლებს? თუმცაღა ორივეს პირველ რიგში დავასახელებდი იმიტომ, რომ აქ არ არის კითხვა ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე. ისინი აბსოლუტურად შეთანხმებული, თანმიმდევრული არიან, ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე, ისინი მხარს უჭერენ თანმიმდევრულად და ამ მხრივ კითხვის ნიშანი არაა და შესაბამისად, ეს ორი პარტია პირველ რიგში დავასახელე, "მრეწველებსაც" მივწვდები, რატომ არ ვასახელებ და "ფორუმზეც" ვიტყვი ორი სიტყვით. დემოკრატებზე მე კრიტიკა გავაკეთე და ვთქვი, რომ მათმა ლიდერმა ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა და გუნდის წევრებმა, სხვებმა ვერ მოახერხეს, ნაცვლად იმისა, რომ გაესწორებინათ მისთვის შეცდომები და არ გაეზიარებინათ, მეგობრობას გადაჰყვნენ ასე ვთქვათ, თავიდან როცა გავიცანი ისინი, არ მომეწონა, როცა ჩემი დასმული შეკითხვებისას, ყველანი ალასანიას უყურებდნენ და ვიხუმრე, ეს არის ახალი დემოკრატია მეთქი, თავისუფალ დემოკრატიას ამას ეძახით, რომ ლიდერის გარეშე პასუხი არ გინდათ გასცეთ–თქო?!, ნახევრად ხუმრობით და საერთოდ, ამ ჯგუფში შეიმჩნეოდა დომინანტობა, ზედემტი დომინანტობა ლიდერის და ამ პროცესმა ცუდად იმუშავა სწორედ. ალასანიას შეცდომები გუნდმა თავისუფლად გაიზიარა და მეგობრობას გადააყოლა და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ ალასანიას მოეხერხებინა და ჰყოფნოდა ამის კაცობა და ვაჟკაცობაც და ვთქვათ, საკუთარ შეცდომაზე გუნდი არ წამოეყვანა, რაც მოხდა ახლა მე აღარ მოვყვები პერიპეტიებს, მან თვითონ მოიქცა არასწორად და გუნდიც ხათრით, თუ ამ მეგობრობით გადაყვა ამის შემდგომ, კოალიციიდან გასვლის შემდგომ როგორ განვითარდა პროცესები, მე თვალყურს ვადევნებდი.... და გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა და ალასანიას შეცდომებში, რომელსაც ის აღრმავებდა სხვათა შორის და შეცდომების დაშვება შეეძლო მას, მას გუნდი აღარ გადაყვა, დაუდგა და მე მგონი შეცდომები აღარ დააშვებინეს. აი ეს არის, რა ცვლილებებიც მოხდა და ამ მხრივ დღეს დემოკრატები ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურება. ... ეს ოპტიმიზმს მიტოვებს მათზე, ვიდრე რესპუბლიკელებზე, რომლებიც პრინციპში ერთნაირნი არიან ყველანი", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.