„აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს „მრეწველებს“, შესაბამისად, ფავორიტებში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ გვერდით ვეღარ დავასახელებდი“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში მედიასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, „მრეწველების“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებები ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ.
„მრეწველები“ ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ, შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს „მრეწველებს“, შესაბამისად, ფავორიტებში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ გვერდით ვეღარ დავასახელებდი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს“, ივანიშვილის თქმით, ეს პარტია სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს.
„ერთი გამოჩენა რაც ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება რაც ჰქონდათ ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პარტიას პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის განკარგულება ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემლაძის განცხადებით, საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
„არგუმენტი, რომ ჩვენ არ წარვადგინეთ სიითი შემადგენლობა, მტკნარი სიცრუეა“,-აცხადებს ტყემალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.