„პოლიციამ არ შეიძლება თანამშრომელი ჭორებზე და პირველივე შეკითხვაზე დააპატიმროს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც პირობა დადო, რომ დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული შესაბამისად დაისჯება.
„სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოების მიმართ კითხვას, მე მგონი თანმიმდევრულები იყვნენ. პოლიციამაც არ შეიძლება თანამშრომელი ჭორებზე და პირველივე შეკითხვაზე დააპატიმროს. საუბედუროდ, სანამ თანმიმდევრობით მიმდინარეობდა პროცედურა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გპირდებით, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვის პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გარღმავდეს.
„საკმარისი არ იყო, თუმცა კარგი იყო რაც გაკეთდა. საზოგადოების ინტერესი და თვალთვალი უნდა გაღრმავდეს. პოლიცია, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა, გარდაიქმნა, ხალხის სამსახურშია და მადლობა უნდა გადავუხადოთ. გადაცდომები არ უნდა გავავრცელოთ ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. თვითონ მინისტრიც მთლიანად მოწოდებულია, რომ პოლიცია იყოს ხალხის სამსახურში. საქართველო ”ნაციონალური მოძრაობის” დროს 70 ყველაზე მაფიოზურ ქვეყანაში შედიოდა. დღეს საქართველო ყველაზე უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყნებში არის მე-17 ადგილზე. დღეს საქართველო არის საამაყო ადგილზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.
22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. პროკურატურამ, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.