ბიძინა ივანიშვილი: „არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს... იგი იმდენად წესიერი კაცია, რომ შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე”
12-09-2016, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როცა ხელისუფლებაში მოვედი, მე მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება, მაგრამ ვერ გავბედე, კვირიკაშვილმა გაბედა ეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

 

 

ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მოკლე დროში გახდა კარგი დიპლომატი, რასაც ისიც მოწმობს, რომ „ამერიკიდან და ევროპიდან აღფრთოვანებული შეფასებები მოდიოდა“.

 


”პოლიტიკაში ჩემი მოსვლის დროს გუნდმა დავაფუძნეთ ევროპული სტანდარტები, რომ ეს არის გამჭვირვალე, ხალხის მომსახურე, არაკორუფციული გუნდი და ეს პრინციპები დაიცვეს. დღევანდელი ”ქართული ოცნება” ხარისხობრივად უკეთესია, ვიდრე ჩემს დროს იყო. ეს კაცი (გიორგი კვირიკაშვილი) გარწმუნებთ, რომ არ იბრძვის არაფრისთვის, არ იბრძოდა არასდროს, ყველაფერს ნაკლი ერთდერთი რაც აქვს, შეიძლება პატარა გადაცდომაზეც უარი თქვას სავარძელზე. ასეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად წესიერი კაცია, რომ შეცდომა რომ იყოს მთავრობაში, რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წავიდეს. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს”, - განაცხადა ექს-პრემიერმა და დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მსგავს მმართველს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი