ბიძინა ივანიშვილი: ვინც არასრულწლოვანს შეუშვებს კაზინოში, უნდა დაუხურო და გააკოტრო პირდაპირ
12-09-2016, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე ისიც კი მქონდა იდეად და გუშინაც ვსაუბრობდი ამ თემაზე, რომ იქნებ, მოვახერხოთ რომ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში - ალბათ, ეს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მოვა", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

 

 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთათვის აზარტულ თამაშებზე მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ბევრი ტურისტი ჩამოდის და კაზინოების არსებობა ტურსტების დინებასაც უწყობს ხელს. ივანიშვილის აზრით, გამოსავალი არის ის, რომ "ამ მხრივ კანონმდებლობები გავამკაცროთ, მაგრამ ბიზნესზე უარს ვერ ვიტყვით".

 

 

"მართალი, რომ გითხრათ, მე სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება ამაზე თურმე არ შეიძლება. განსაკუთარებით, აჭარაში, ბათუმში, ამას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში ამასაც თავისი ადგილი აქვს. სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა. არ დაგიმალავთ, მე ისიც კი მქონდა იდეად და გუშინაც ვსაუბრობდი ამ თემაზე (ვისთან ამას არ გავყვები), რომ იქნებ ის მოვახერხოთ, რომ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში. ალბათ, ეს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მოვა.

 

 

ეს ფაქტია და ამას ვერ უარვყოფთ. აქვს თავისი წვლილი და როლი კაზინოებს. თუ რამეს კანონმდებლობაში მოვიფიქრებთ და მაქსიმალურად გავამკაცრებთ. უამრავი ოჯახი გაუბედურდა. მეც ვიცი ეს რა არის. მე მახსოვს, როდესაც ერდოღანთან მქონდა შეხვედრა, პირველი ეს მთხოვა, იქნებ კაზინოები დახუროო. იქედანაც ჩამოსულებიც ძალიან ბევრი უბედურდება ამ კაზინოებში. მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესის სახეა ეს. ხალხს ეს უყვარს და მოსწონს. ტურიზმს ხელს უწყობს, შესაბამისად, კანონმდებლობას უნდა მივხედოთ. კატეგორიული კანონები უნდა შემოვიღოთ არასრულწლოვნებზე, უნდა დაუხურო და გააკოტრო პირდაპირ, ვინც არასრულწლოვანს შეუშვებს, დაარღვევს, პასპორტები უნდა მოსთხოვონ. ამ მხრივ კანონმდებლობები გავამკაცროთ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი