ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერის, დავით გამყრელიძის პოლიტიკდან წასვლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ "ახალი მემარჯვენეები" იყო "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი.
"თუ გახსოვთ თქვენ გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ "ახალი მემარჯვენეები" იყვნენ ფსევდო ოპოზიციური პარტია და ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. დღეს ერთადერთი ასეთი დარჩა "ლეიბორისტული პარტია" და იქედან დანარჩენები, "ქრისტიან–დემოკრატებმაც" ნახა რომ ყველა საფუძველი გამოეცალა, ჩაიშალა და ნათელაშვილს წასასვლელი არსად არ ჰქონდა იმიტომ, რომ მაგაზე კომპრომატები აქვთ უამრავი და დღესაც ამუშავებენ მაგას ისევ "ნაცები", კაციტაძეც იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩვეულებრივად", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.