ბიძინა ივანიშვილი: ნათელაშვილს წასასვლელი არსად არ ჰქონდა იმიტომ, რომ მაგაზე კომპრომატები აქვთ უამრავი და დღესაც ამუშავებენ მაგას ისევ “ნაცები"
12-09-2016, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას და მასთან ერთ ბლოკად გაერთიანებულ "გირჩს", ვაშაძის პარტიას და მამუკა კაციტაძის "ახალ მემარჯვენეებს" "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში დასდო ბრალი. მან ამ კონტექსტში "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერის, დავით გამყრელიძის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელ ნაწილად დარჩა, "ლეიბორისტული პარტიაა", რადგან მისი თქმით, "ნათელაშვილს წასასვლელი არსად არ ჰქონდა იმიტომ, რომ მაგაზე კომპრომატები აქვთ უამრავი და დღესაც ამუშავებენ მაგას ისევ “ნაცები”.

 


"თუ გახსოვთ თქვენ გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ “ახალი მემარჯვენეები” იყვნენ ფსევდო ოპოზიციური პარტია და ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი. დღეს ერთადერთი ასეთი დარჩა “ლეიბორისტული პარტია” და იქედან დანარჩენები, “ქრისტიან–დემოკრატებმაც” ნახა რომ ყველა საფუძველი გამოეცალა, ჩაიშალა და ნათელაშვილს წასასვლელი არსად არ ჰქონდა იმიტომ, რომ მაგაზე კომპრომატები აქვთ უამრავი და დღესაც ამუშავებენ მაგას ისევ “ნაცები”, კაციტაძეც იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩვეულებრივად და ამაზე ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. ეს ვთქვათ, ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ამისი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის, ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი