საქართველოს პრეზიდენტს გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
12-09-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯასტინ მაკენზი-სმიტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტთან შეხვედრა გამართა.

 


"საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 


ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

 


მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი