აუცილებელია ივანიშვილმა შეწყვიტოს დამცინავი საუბარი უსაფრთხოებაზე, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, დღისით მზისით საზარელი მკვლელობა ხდება, - აღნიშნულია განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა, ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„ის, რომ ივანიშილი მისი მმართველობის პერიოდს ყველაზე უსაფრთხოს უწოდებს, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რადგან ის ცხოვრებას და მიმდინარე პროცესებს მრავალრიცხოვანი დაცვის წევრებით უზრუნველყოფილი სოლოლაკის ხეივნიდან უყურებს. მის ადგილას, უსაფრთხოებაზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაგულ თბილისში რამდენიმე დღის წინ უმოწყალოდ ჩაცხრილეს ორი ახალგაზრდა. ვფიქრობ, ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია ჭირისუფლებისთვის. ასევე არ მიკვირს, რომ თავად ივანიშვილი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად საკუთარი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ჰყავს დანიშნული და ის არა ქვეყნისა და ქვეყანაში საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, არამედ ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს", - აცხადებს ნიკა მელია.
ბიძინა ივანიშვილა დღეს ქუთაისში რეგიონულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ "საქართველო ”ნაციონალური მოძრაობის” დროს 70 ყველაზე მაფიოზურ ქვეყანაში შედიოდა. დღეს საქართველო ყველაზე უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყნებში არის მე-17 ადგილზე. დღეს საქართველო არის საამაყო ადგილზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.