პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური ეთანხმება საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ უნდა ხდებოდეს.
”ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ იმ ფუნქციის მქონე პრეზიდენტს, რა ფუნქციაც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენს პრეზიდენტს აქვს, პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და არა ხალხი. პირდაპირი არჩევა საჭიროა ისეთი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში, როდესაც პრეზიდენტის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. როდესაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის და მას მაინც საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევ, ეს სწორი არ არის. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასე არჩევა არ ხდება - ყველგან, სადაც პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მისი არჩევა წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ხდება”, - აღნიშნა ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.