პოლიტიკური გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 25-მა წევრმა დატოვა და ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა.
ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ,,ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
პოლიტიკური გაერთიანების უკვე ყოფილი წევრები პარტიიდან წასვლის მიზეზად "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" შეერთებას და ხათუნა ლაგაზიძის პარტიიდან წასვლას ასახელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.