გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოაწერეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის მიზანია გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის უმაღლესი განათლების გაუმჯობესება და ახლადშექმნილი სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ წარმატებული დანერგვის პროცესის ხელშეწყობა GIPA-ს, GIZ-ის და სამინისტროს მიერ.
„ახალი სამაგისტრო პროგრამა „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ურთიერთანამშრომლობით შემუშავდა და მისი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით ახალი კადრების მომზადებაა. პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 92%-მდე დაფინანსებას მიიღებენ“,-აცხადებენ უწყებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და მაია ბითაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, GIPA-სა და GIZ-ის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.