გია ხუხაშვილი: "ქართული ოცნების" პირველი კომპონენტი ივანიშვილის რესურსებია, მეორე - "ანტინაციონალური" განწყობები, მესამე "ნაცმოძრაობიდან" გადმობარგებული მაჟორიტარობის კანდიდატები
12-09-2016, 08:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სიას დიდი მნიშვნელობა არა აქვს - მეტსაც გეტყვით, თავად პარტია "ქართულ ოცნებასაც" არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გასათვალისწინებელი მხოლოდ რესურსებია - რაზე დგას ეს ყველაფერი. პარტიის შესაძლო შედეგი 3 კომპონენტზე დგას, რომელთაგანაც არც ერთი არ არის დაკავშირებული ამ სიასთან", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

 

"პირველი კომპონენტი ბიძინა ივანიშვილის რესურსებია, მეორე - "ანტინაციონალური" განწყობები, მესამე "ნაცმოძრაობიდან" გადმობარგებული მაჟორიტარობის კანდიდატები გახლავთ, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული თავიანთი რაიონების მაყურებლებად იქცნენ. მათ ცოცხების ფონზეც კი მოახერხეს "ნაცმოძრაობის" სახელით კენჭისყრა. ამ, სამ ირიბ, ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ ფაქტორზე დგას "ქართული ოცნების" შედეგი, ხოლო სია და ლეგალური ავტორიტეტები არაფერს ნიშნავს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

 


პოლიტოლოგის თქმით, "ქართული ოცნება" დრეს ცდილობს "საარჩევნო კამპანია ნეგატიური ნიშნით წაიყვანოს".

 


"ამ არჩევნების პრობლემა ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველია "ქართული ოცნების" მთავარი ოპონენტი და არა "ნაციონალური მოძრაობა". "ქართული ოცნება" კი ძალიან ცდილობს, რომ მეორე პოლუსად "ნაცმოძრაობა" წარმოადგინოს, მაგრამ ასე არაა. მისი მთავარი პრობლემა ის ხალხია, ვინც 2012 წელს "ნაცმოძრაობას" უარი უთხრა, მაგრამ დღეს აღარც ეს ხელისუფლება აღარ მოსწონს. ეს ე.წ. მიგრაციული ამომრჩეველია, რომელსაც იმედები გაუცრუვდა და იგი დღეს უმრავლესობაშია. იქიდან გამომდინარე, რომ "ოცნებას" ამ ადამიანების შენარჩუნების უნარი არ აღმოაჩნდა, ცდილობს ყველაფერი "ნაცმოძრაობასთან" დაპირისპირებაზე ააგოს - ანუ საარჩევნო კამპანია ნეგატიური ნიშნით წაიყვანოს", - მიაჩნია ხუხაშვილს, რომლის აზრითაც, თუ ასე გაგრძელდა, ამან შეიძლება ამომრჩევლის დაბალი აქტივობა გამოიწვიოს.

 

 

"შესაბამისად, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი ლეგიტიმაცია სუსტი იქნება. ეს კი საარჩევნო კრიზისის ჩამოყალიბების ძალიან მაღალ რისკს ქმნის - როცა მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მას ეს ხელისუფლება არ აურჩევია, ის მუდმივად დენთის კასრზე იჯდება და როდის აფეთქდება, ღმერთმა უწყის. ამ არჩევნების შედეგებზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან ახლა გარდამავალ ფაზაში ვიმყოფებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ეს არჩევნები საბოლოოდ დემოკრატიის დამკვიდრებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში დემოკარტია მაშინ მკვიდრდება, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედაც იცვლება", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი