დავით კირკიტაძე: არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი
23-02-2015, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე მისთვის დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” სატელეფონო ინტერვიუში მან თქვა, რომ ის 2011 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყანა დიდი ხნით არ დაუტოვებია, 4 იანვარს კი ის საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა და სასწავლო კურსის დასრულებამდე ჩამოსვლას არ აპირებს.

 

 

„ბრალი სასაცილოდაც არ მყოფნის. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

 

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული დავით კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 


გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს “ავტოჰაუს-რუსთავი 2011″-ისა და შპს “ტიტანი 2011″-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი