საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა
12-09-2016, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ორდენი თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საფრანგეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია.

 

 

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საფრანგეთის დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. მინდა გამოვყო საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის წვლილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის. მისი უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და პირადად მისი და ქართველი ხალხის სახელით ჟან - ივ ლე დრიანს მადლობა გადაუხადა.

 

 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოებას მეგობრული ურთიერთობების გამოხატულებად აღიქვამს.

 

 

„მე ვაცნობიერებ, რომ სამხედრო თანამშრომლობა ამ ჟესტით არის პატივმიგებული და არის მომავალი წლებისთვის მოტივაცია. საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომობას. გამიგია, რომ იაზონი და არგონავტები საქართველოში სწორედ ოქროს საწმისისთვის ჩამოვიდნენ. მე არ მაქვს პრეტენზია ლეგენდაში შევიდე, მაგრამ ის სამი დღე, რომელიც ჩემ მეგობარ ლევან იზორიასთან და შეიარაღებულ ძალებთან გავატარე, მუდამ დარჩება ჩემი და ჩემი თანამშრომლების მეხსიერებაში“, - განაცხადა ჟან - ივ ლე დრიანმა.

 

 

დღესვე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროები საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.

 


მეორე დონის უმაღლეს სამხედრო განათლებაში მიღებული ბრწყინვალე შედეგები „სამთო“ სფეროში ეფექტური თანამშრომლობისთვის, საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაჯილდოვდა. ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი თანამებრძოლების გვერდიგვერდ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის კი მაიორი ვახტანგ დიასამიძე, კაპიტანი ლევან კახიძე და კაპიტანი ელდარ მამრიკიშვილი დაჯილდოვდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი