პანკისის ხეობაში დუისი-ჯოყოლოს გზის მშენებლობა დაიწყო
12-09-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის კმ15-კმ19-ზე (სოფლები დუისი და ჯოყოლო) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

 

 

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" პრესსამსახურის ცნობით, არსებული გზა აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რადგან ამ სოფლებში არ არსებობს ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები.

 

 

„განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. 

 

 

პროექტის მიხედვით, გზის ის მონაკვეთები, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 4,5 მეტრია, 6 მეტრამდე გაფართოვდება; გზის გასწვრივ ორივე მხარეს, ძირითადად, დასახლებულ მონაკვეთში მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები; დაუსახლებელ ადგილებში მოიჭრება გრუნტის კიუვეტები; ეზოში შესასვლელებთან მიერთებებსა და ორგანიზაციების შესასვლელების ნაწილთან მოეწყობა ფოლადის მილები; შესასვლელები და მიერთებების გარკვეული მონაკვეთები დაიფარება ასფალტ-ბეტონის საფარით; გზის მთლიან მონაკვეთზე, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ფეხითმავალთათვის მოასფალტებული ბილიკი მოეწყობა; გზაზე მოინიშნება სავალი ნაწილი, დამონტაჟდება შუა საგზაო ნიშნები, მიმმართველი ბოძკინტები და ლითონის მრუდეხაზოვანი ძელები“,-ნათქვამია „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 507 770 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი