ადიგენისა და ახალციხის დამაკავშირებელი გზის 8–კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი მოასფალტებასთან ერთად რკინა–ბეტონის ხიდის, მილხიდების, გაბიონების და სანიაღვრე ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია და ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
გამგეობის ინფორმაციითვე, აქტიურად მიმდინარეობს დიდი ზანავი-პატარა ზანავი-ჭულეს გზის 3.5 კმილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი. გზის მოასფალტებასთან ერთად მონტაჟდება გაბიონები და სანიაღვრე არხები. პროექტი ორ ეტაპად ზორციელდება. პირველ ეტაპზე სამუშაოების შესრულებას 520 000 ლარი მოხმარდა, ხოლო მეორე ეტაპზე სამუშაოებისთვის 231 345 ლარია გათვალისწინებული.
"აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებას", – აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სამუშაოები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა და გამგებლის მოადგილემ, მინდია ჯელიამ მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.